Accessibility links

logo-print

Fitch-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგის პროგნოზი შეცვალა


საერთაშორისო სააგენტო Fitch-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგის პროგნოზი "სტაბილური", "პოზიტიურით" შეცვალა. პრემიერ-მინისტრის პრესმდივნის, ნიკო მჭედლიშვილის, განცხადებით, პროგნოზის შეცვლა მსოფლიოში მიმდინარე რთული ეკონომიკური პროცესების ფონზე, მნიშვნელოვანი წარმატებაა. ნიკო მჭედლიშვილის განმარტებით, ამჟამად Fitch-ის მიერ საქართველოს მინიჭებული აქვს რეიტინგი B+. პრემიერ-მინისტრის პრესმდივნის თქმით, თუ ქართულ ეკონომიკაში დადებითი ტენდენციები გაგრძელდება საერთაშორისო სააგენტო საქართველოს რეიტინგს მომავალშიც გაუზრდის.
XS
SM
MD
LG