Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაპონელები ცდილობენ ფუკუსიმის გაცივების სისტემის აღდგენას


იაპონელი სპეციალისტები კვლავაც ცდილობენ აღადგინონ ფუკუსიმის ბირთვული ელექტროსადგურის გაცივების სისტემის ელექტრომომარაგება. ვერტმფრენების გამოყენებით გრძელდება რეაქტორების წყლით გაცივების მცდელობაც. ფუკუსიმის ელექტროსადგური ტოკიოდან 250 კილომეტრით არის დაშორებული. გაეროს ბირთვული ენერგეტიკის სააგენტოს იაპონელი ხელმძღვანელი იუკია ამანო აცხადებს, რომ ფუკუსიმის სადგურის დაზიანება "უკიდურესად სერიოზული ინციდენტია" და მისი მოგვარებისთვის აუცილებელია საერთაშორისო თანამშრომლობა. იაპონიაში მომხდარი შეფასდა როგორც ყველაზე ცუდი ჩერნობილში 1986 წელს მომხდარი ავარიის შემდეგ.
XS
SM
MD
LG