Accessibility links

logo-print

საქართველოში იმყოფება შვეიცარიის პრეზიდენტი


თბილისს ორდღიანი ვიზიტით ესტუმრა შვეიცარიის პრეზიდენტი მიშლინ კალმი-რეი. დღეს მიხეილ სააკაშვილი მიშლინ კალმი-რეის პრეზიდენტის სასახლეში პირისპირ შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, პრეზიდენტების საუბრის მთავარი თემა ორმხრივი ურთიერთობები და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები იყო; აგრეთვე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საკითხს, რომელიც შვეიცარიის, როგორც შუამავლის, როლის კიდევ უფრო გააქტიურებას შეეხება. საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შემდეგ, ორ ქვეყანას შორის მედიატორის ფუნქციას შვეიცარია ასრულებს. საქართველოში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში შვეიცარიის პრეზიდენტი მიშლინ კალმი-რეი შეხვედრებს გამართავს ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენელთან.
XS
SM
MD
LG