Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანდრის ბერზინში სეიმმა ლატვიის პრეზიდენტად აირჩია


ანდრის ბერზინში, 66 წლის ყოფილი ბანკირი და ამჟამად პოლიტიკოსი, ლატვიის სეიმმა ქვეყნის პრეზიდენტად აირჩია. ბერზინშმა გამარჯვებას ხმათა უბრალო უმრავლესობით მეორე კენჭისყრის დროს მიაღწია. 100 კაციან საკანონმდებლო ორგანოში ბერზინშმა 53 ხმა მიიღო და დაამარცხა ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ვალდირს ზატლერსი, რომელსაც სეიმში პოზიციები მას შემდეგ შეერყა, რაც შაბათს პარლამენტის დათხოვნის შესახებ რეფერენდუმის ჩატარება განიზრახა. ბერზინში ლატვიის რიგით მეშვიდე პრეზიდენტი გახდა. ლატვიის ეკონომიკა მძიმედ დაზარალდა 2009 წლის გლობალური კრიზისის გამო და მკაცრად შეამცირა სახელმწიფო ხარჯები.
XS
SM
MD
LG