Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯონ ბასი: უნდა ჩატარდეს სერიოზული გამოძიება


საქართველოში აშშ-ის ელჩმა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი უწოდა მოსაზრებას, რომ მისი განცხადება იქცა საქართველოს ხელისუფლებისთვის ერთგვარ ნებართვად, რათა პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქცია ძალით დაეშალა. სააგენტო ”ინტერპრესნიუსს” ჯონ ბასმა განუცხადა, რომ აშშ მხარს უჭერს არა რომელიმე კონკრეტულ ჯგუფს, პარტიას და პირს, არამედ საქართველოს, ქვეყანაში ძლიერი ინსტიტუტების განვითარებას და საარჩევნო სისტემით ცვლილებების განხორციელებას. ”რაც შეეხება აქციის დაშლას, ნებისმიერ დემოკრატიულ საზოგადოებაში აქვთ უფლება გამოხატონ პროტესტი მშვიდობიანი ფორმით, მაგრამ ასევე უნდა იყოს უზრუნველყოფილი უფლება იმ მოქალაქეებისა, რომლებიც აქციაში არ მონაწილეობენ”, - განაცხადა ბასმა. მან კვლავ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ მომიტინგეებს აქციის ჩატარება სხვა ადგილას შესთავაზა. აშშ-ის ელჩის შეფასებით, პროტესტის გამომხატველთა შორის იყვნენ მოვლენების ძალადობრივი განვითარებით დაინტერესებული ადამიანები, მაგრამ თავად აქციის დაშლისას ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებას. ჯონ ბასის თქმით, უნდა ჩატარდეს სერიოზული გამოძიება, რომლის შედეგად სიმართლე გაირკვევა. აშშ-ის ელჩმა წუხილი გამოთქვა იმის, გამო, რომ არსებული ინფორმაციით, ზოგიერთი ადამიანის ადგილსამყოფელი დღემდე გაურკვეველია.
XS
SM
MD
LG