Accessibility links

logo-print

სირიაში უშიშროების ძალებმა ანტისამთავრობო აქციის ათი მონაწილე მოკლეს


სირიიდან მიღებული ცნობების თანახმად, ქალაქ ჰამაში უშიშროების ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს 50-ათასკაციანი ანტისამთავრობო აქციის მონაწილეებს, რის შედეგადაც, სულ ცოტა, ათი ადამიანი დაიღუპა. ეს დემონსტრაცია უმსხვილესი ანტისამთავრობო აქცია იყო ჰამაში მარტის შუა რიცხვებიდან მოყოლებული, როცა სირიაში ხელისუფლების საწინააღმდეგო მასობრივი გამოსვლები დაიწყო. იუწყებიან, აგრეთვე, რომ დღესვე, ცეცხლი გაუხსნეს კიდევ ერთი ანტისამთავრობო აქციის მონაწილეებს ქალაქ ჯასემში, დერაას სამხრეთით. დემონსტრაციები გაიმართა სხვა ქალაქებშიც. დღევანდელი აქციები ეძღვნებოდა იმ ბავშვების ხსოვნას, რომლებიც სხვადასხვა ოპოზიციური აქციის დაშლას შეეწირნენ. ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე, სირიაში 1100-ზე მეტი ადამიანი მოკლეს.
XS
SM
MD
LG