Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კადაფის მომხრეები ამბოხებულთა ულტიმატუმს არ იღებენ


მუამარ კადაფის წარმომადგენელი აცხადებს, რომ კადაფის მომხრეები, რომლებიც ქალაქ სირტაში ცხოვრობენ, ამბოხებულთა ულტიმატუმს უარყოფენ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამბოხებულები მოუწოდებენ კადაფის მომხრეებს შაბათამდე დაყარონ იარაღი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი საომარ მოქმედებებზე გადასვლით იმუქრებიან. ამბოხებულთა მოძრაობის ხელმძღვანელობა ამტკიცებს, რომ მათთვის ცნობილია, სად იმალება მუამარ კადაფი. კადაფის წარმომადგენელი მუსა იბრაჰიმი Associated Press-თან საუბარში აცხადებს, რომ ”შეიარაღებული ჯგუფის” ულტიმატუმი მათთვის მიუღებელია. ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ კადაფის ერთგულმა მომხრეებმა გადაკეტეს წყალსაცავი, რომელიც ქალაქ ტრიპოლის წყლით ამარაგებს. ტრიპოლის ორი მილიონი მოსახლეობა კვლავ რჩება ელექტროენერგიის გარეშე. არ მუშობენ ბანკები და აფთიაქები. მაღაზიათა დიდი ნაწილი დაკეტილია.
XS
SM
MD
LG