Accessibility links

logo-print

ლიბიელი მეამბოხეები დღეს ბანი-ვალიდში შესვლას აპირებენ


ლიბიაში ამბოხებულები დღეს ქალაქ ბანი-ვალიდში შესვლას აპირებენ. ეს ქალაქი მუამარ კადაფის მხარდამჭერთა ბოლო დასაყრდენად ითვლება მას შემდეგ, რაც ადგილობრივ უხუცესებთან მიღწეულია შეთანხმება შეტაკებების თავიდან აცილების შესახებ. შეთანხმებას სავარაუდოდ დღეს მოეწერება ხელი. ამის შესახებ ინფორმაცია ”ალ-ჯაზირამ” გაავრცელა გარდამავალ საბჭოზე დაყრდნობით. მეამბოხეთა ძალები განაგრძობენ პოზიციების გამაგრებას ბანი-ვალიდის გარშემო. ეს ქალაქი ტრიპოლიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 140 კილომეტრში მდებარეობს. კადაფის ადგილსამყოფელი კვლავაც უცნობია.
XS
SM
MD
LG