Accessibility links

logo-print

ჩინეთი მილიარდი დოლარის კრედიტს აწვდის ბელორუსიას


ჩინეთი ბელორუსიას მიაწვდის შეღავათიან კრედიტს ერთი მილიარდი დოლარის ოდენობით, ისევე როგორც 11 მილიონამდე დოლარს გრანტის სახით, რომლის დაბრუნებაც ბელორუსიას არ მოეთხოვება. ამის შესახებ დღეს, მინსკში ვიზიტისას განაცხადა ჩინეთის სახალხო წარმომადგენელთა ყრილობის მუდმივი კომიტეტის თავმჯდომარემ, უ ბანგომ. ფული განკუთვნილია ერთობლივი პროექტებისათვის, მათ შორის ცემენტის ქარხნებისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის დასაფინანსებლად. ბელორუსია მოცულია საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ უმძიმესი ეკონომიკური კრიზისით. ბელორუსიის მთავრობამ რვა მილიარდი დოლარის კრედიტი სთხოვა საერთაშორისო სავალუტო ფონდს, მაგრამ ეს უკანასკნელი სანაცვლოდ მოითხოვს ბელორუსიაში რეფორმების განხორციელებას.
XS
SM
MD
LG