Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის და უკრაინის ლიდერებმა გაზთან დაკავშირებულ უთანხმოებაზე იმსჯელეს


უკრაინის პრეზიდენტი, ვიქტორ იანუკოვიჩი დღეს მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევს შეხვდა, გაზთან დაკავშირებული კიდევ ერთი კრიზისის აღკვეთის გზებზე მოლაპარაკების მიზნით. სიტუაციამ მნიშვნელოვნად დაიძაბა გასულ თვეში - როცა უკრაინა გამოვიდა მუქარით, რომ მზად არის გაზის ფასის გამო თავის მეზობელს საერთაშორისო სასამართლოში უჩივლოს. უკრაინა ამჟამად რუსეთის და ევროპის მთავარი დამაკავშირებელია გაზის მიწოდების თვალსაზრისით. 2009 წლის იანვარში გაზის ფასის გარშემო შექმნილი კიდევ ერთი უთანხლოების გამო გაზის მიწოდება სამი კვირის განმავლობაში იყო შეწყვეტილი. რუსეთი ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს გაზის საფასურს სულ უფრო მეტად უზრდის. უკრაინა მიიჩნევს, რომ უფრო ნაკლებს უნდა იხდიდეს.
XS
SM
MD
LG