Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიიდან იუწყებიან, რომ დააკავეს 3000-ზე მეტი ადამიანი


სირიიდან გავრცელებული ცნობებით, ბოლო დღეებში სამი ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს ქალაქ რასტანში, რომელზეც შაბათს კონტროლი აღადგინეს მთავრობის ჯარებმა ინტენსიური ბრძოლების შემდეგ. სირიელი აქტივისტების ცნობით, ბრძოლებს ბოლო მოეღო, მოკლულია ათობით ადამიანი. ამავე წყაროს ინფორმაციით, რასტანში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ სირიის ჯარები და არმიიდან გაქცეული ასობით დეზერტირი, რომლებიც ოპოზიციის მხარეზე გადავიდნენ. სირიაში მარტის შუა რიცხვებიდან იმართება საპროტესტო აქციები პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის გადადგომის მოთხოვნით. რასტანში შეტაკებების შემდეგ ბევრი შიშობს, რომ სირიასაც ემუქრება ლიბიის მსგავსი სამოქალაქო ომი.
XS
SM
MD
LG