Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კადაფის მშობლიურ ქალაქში ინტენსიური ბრძოლა მიმდინარეობს


ლიბიიდან იუწყებიან, რომ ინტენსიური ბრძოლა მიმდინარეობს ზღვისპირა ქალაქ სირტში ლიბიის გარდამავალი მთავრობის მომხრე ჯარებსა და ყოფილი ლიდერის, მუამარ კადაფის ერთგულ მებრძოლებს შორის. ცნობების თანახმად, გარდამავალი ეროვნული საბჭოს მეომრებმა მეტი ტერიტორია დაიკავეს ქალაქში, სადაც რამდენიმე კვირაა, გრძელდება შეტაკებები. სირტი არის მუამარ კადაფის მშობლიური ქალაქი და ერთ-ერთი დასახლება, რომელსაც კვლავინდებურად აკონტროლებენ კადაფის ერთგული ძალები. ახალი მთავრობის მომხრეები ამბობენ, რომ ემზადებიან საბოლოო შტურმისათვის კადაფის კიდევ ერთი დასაყრდენის, ბანი ვალიდის ასაღებად.
XS
SM
MD
LG