Accessibility links

თურქეთში მომხდარი მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა დღეს 582-ს მიაღწია


თურქეთში მომხდარი მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა დღეს 582-ს მიაღწია. ქვეყნის აღმოსავლეთში, ვანისა და ერჯიშის პროვინციებში გრძელდება სამძებრო-სამაშველო სამუშაოები. მაგრამ ხელისუფლება აღიარებს, რომ სტიქიური უბედურებიდან ერთი კვირის შემდეგ პრაქტიკულად აღარ რჩება ცოცხლად გადარჩენილთა პოვნის შანსები. უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანები კარვებისა და პირველადი დანიშნულების საგნების დეფიციტს უჩივიან. მათი თქმით, განაწილებული ჰუმანიტარული დახმარება სპეკულანტების ხელში ხვდება, რომლებიც შემდეგ ძვირად ყიდიან მას შავ ბაზარზე. მიწისძვრა წინა კვირას მოხდა. მისი ბიძგების მაგნიტუდა 7,2 ბალს შეადგენდა.
XS
SM
MD
LG