Accessibility links

logo-print

საბერძნეთში პოლიტიკური პარტიები ჯერჯერობით ვერ ახერხებენ შეთანხმებას


საბერძნეთში პოლიტიკური პარტიები ჯერჯერობით ვერ ახერხებენ შეთანხმებას ეროვნული ერთობის მთავრობის შესაქმნელად, რათა შეასრულონ ევროკავშირის მიერ შეთავაზებული ფინანსური სტაბილიზაციის პირობები. პრემიერ-მინისტრმა გეორგიოს პაპანდრეუმ ახლახან განაცხადა, რომ მზად არის გადადგეს, თუკი ეს ხელს შეუწყობს კოალიციური მთავრობის შექმნას. მაგრამ კონსერვატიული ოპოზიცი პარტია „ახალი დემოკრატია“ კოალიციაში შესვლის წინააღმდეგია და პაპანდრეუს გადადგომასა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას მოითხოვს. უკანასკნელ ხანებში პაპანდრეუმ არაერთხელ განაცხადა, რომ საბერძნეთს შეუძლია დარჩეს ევროზონაში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მკაცრად იქნება გატარებული ეკონომიკური ზომები, რომლებიც წარმოადგენს პირობას ათენის მიერ 130 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსური დახმარების მისაღებად.
XS
SM
MD
LG