Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გავრცელებული ცნობებით, რუსეთში ელჩის პოსტზე ობამას კანდიდატი დაბლოკეს


აშშ-ის კონგრესიდან წყაროებმა რადიო თავისუფლებას აცნობეს, რომ რუსეთში აშშ-ის ელჩის პოსტზე პრეზიდენტ ბარაკ ობამას კანდიდატის ბლოკირებას ოპოზიციური რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი ახდენს. მაიკლ მაკფოლი - რომელიც რუსეთის საკითხებში ობამას მრჩეველი იყო და ამავე დროს პრეზდენტის ეროვნული უშიშროების საბჭოშიც მუშაობდა - სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა ელჩის პოსტზე 29 ნოემბერს დაამტკიცა. თუმცა წყარომ, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, გვაცნობა, რომ მაკფოლის კანდიდატურა შემდეგ ილინოისის შტატის რეპუბლიკელმა სენატორმა, მარკ კირკმა დაბლოკა. გავრცელებული ცნობებით, ეს პარლამენტარი მათ შორის არის, ვინც შიშობს, რომ ობამას ადმინისტრაცია მოსკოვთან ანტი-სარაკეტო სისტემის თაობზე გასაიდუმლოებული ინფორმაციის გაცვლას გეგმავს.
XS
SM
MD
LG