Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში იერიშებმა 20-ზე მეტი შიიტი მლოცველი შეიწირა


ერაყიდან გავრცელებული ცნობებით, სულ ცოტა, 25 ადამიანი დაიღუპა და ათობით ადამიანი დაიჭრა ორშაბათს მოწყობილი აფეთქებებისას, რომლებიც მიმართული იყო შიიტი მლოცველების წინააღმდეგ. ყველაზე დიდი მსხვერპლი მოჰყვა დანაღმული ავტომანქანის აფეთქებას მლოცველების ჯგუფთან ქალაქ ჰილის მახლობლად. დაიღუპა 16 ადამიანი. ეს და კიდევ ორი იერიში ერთი დღით უსწრებდა შიიტების დღესასწაულ აშურის კულმინაციას. ამ დღესასწაულის აღნიშვნით შიიტები პატივს მიაგებენ მოციქულ მუჰამედის შვილიშვილს, იმამ ჰუსეინს.
XS
SM
MD
LG