Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთის გენერალურმა პროკურორმა საქმე აღძრა პოლიციის წინააღმდეგ


ყაზახეთის გენერალურმა პროკურორმა დღეს გამოაცხადა პოლიციის წინააღმდეგ საქმის აღძვრის შესახებ მიმდინარე თვეში ჟანაოზენში საპროტესტო აქციის მონაწილეთა მიმართ ცეცხლის გახსნის გამო. პროკურატურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ გამოძიება დაადგენს გადაამეტა, თუ არა პოლიციამ უფლებამოსილებას დემონსტრანტებისთვის ცეცხლის გახსნისას. სულ ცოტა 15 ადამიანი დაიღუპა. ჟანაოზენში მცხოვრებთა მიერ ინტერნეტით გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებში ჩანს როგორ ესვრის პოლიცია აქციის მონაწილეებს, რომლებიც შეკრების ადგილიდან გარბიან. საქმეზე დაკავებულია 20 პირი.
XS
SM
MD
LG