Accessibility links

logo-print

პაკისტანში აფეთქებამ ოთხი ჯარისკაცი იმსხვერპლა


პაკისტანიდან იუწყებიან, რომ ამ ქვეყნის ოთხი ჯარისკაცი დაიხოცა, როცა ბომბი მოხვდა მათ მანქანას. „როიტერსის“ ცნობით, შემთხვევა ბალუჩისტანის პროვინციაში, დერა ბუტრში მოხდა. ამ რეგიონს საზღვარი ჰყოფს ავღანეთისა და ირანისგან. თავდასხმისთვის პასუხისმგებლობა არავის უკისრია. ამ რეგიონში აქტიურობენ ბალუჩი შეიარაღებული სეპარატისტები და თალიბანის მომხრე რაზმები. სხვა ინციდენტის დროს, „ფრანცპრესის“ ცნობით, რომელიც უშიშროების სამსახურს ეყრდნობა, ხიბერის რაიონში შეტაკებისას 12 სავარაუდო თალიბი და ერთი ჯარისკაცი დაიხოცნენ ავღანეთის საზღართან. ცნობა დამოუკიდებელ წყაროს არ დაუდასტურებია.
XS
SM
MD
LG