Accessibility links

logo-print

მსოფლიოს მართლმადიდებელთა დიდი ნაწილი შობის დღესასწაულს აღნიშნავს


მსოფლიოს მართლმადიდებელთა დიდი ნაწილი შობის დღესასწაულს აღნიშნავს. საშობაო ღვთისმსახურება გაიმართა ბეთლემში, ეგვიპტის ქალაქ ალექსანდრიაში, მოსკოვში. 6 იანვრის ღამით თბილისში საშობაო წირვა აღევლინა, სამების საკათედრო ტაძარში, სადაც არქიდიაკონმა მამა დემეტრე დავითაშვილმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ეპისტოლე წაიკითხა. ეპისტოლეში დღევანდელობის სხვადასხვა აქტუალურ საკითხზეა გამახვილებული ყურადღება, მათ შორის საუბარია საინფორმაციო ტექნოლოგიებზე და მედიაზე, მის იმ გავლენაზე, რომლითაც ყალიბდება ადამიანის აზროვნების წესი. აღნიშნულია, რომ მედიის საშულებით ვრცელდება ფსევდოკულტურა და ანტირელიგიური ღირებულებები. 7 იანვარს თბილისში, რუსთაველის გამზირზე ტრადიციული ალილოს მსვლელობა გაიმართა.
XS
SM
MD
LG