Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კლინტონი ბულგარეთს მოუწოდებს ენერგომომარაგების დივერსიფიკაციისაკენ


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი ბულგარეთს მოუწოდებს, ბოლო მოუღოს დამოკიდებულებას რუსეთიდან ენერგომომარაგებაზე ნავთობისა და გაზის იმპორტის დივერსიფიკაციის მეშვეობთი. კლინტონმა კვირას, სოფიაში ვიზიტისას განაცხადა, რომ აშშ არის ბულგარეთის პარტნიორი ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში და ამ მხრივ სოფიისათვის დახმარების გაწევა შეუძლია არაერთ ამერიკულ კომპანიას. როგორც კლინტონმა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრ ბოიკო ბორისოვთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, შეერთებული შტატების მთავრობა ევრაზიის ენერგეტიკის საკითხებში თავის საგანგებო წარმომადგენელს, რიჩარდ მორნინგსტარს გააგზავნის ბულგარეთში, ამ ქვეყნის ლიდერებთან მოსალაპარაკებლად. შეერთებული შტატები დიდი ხანია, მხარს უჭერს გაზით და ნავთობით ევროპის მომარაგების მარშრუტებს, რომლებიც გვერდს უვლის რუსეთს. ბულგარეთი კი თითქმის მთლიანად არის დამოკიდებული რუსეთის გაზზე.
XS
SM
MD
LG