Accessibility links

logo-print

ბაქოში ისევ დააკავეს სავარაუდო ირანელი ტერორისტები


აზერბაიჯანის განცხადებით სამართალდამცველებმა დააპატიმრეს ტერორისტული ჯგუფი, რომელიც სავარაუდოდ ირანის საიდუმლო სამსახურებზე მუშაობდა. აზერბაიჯანის ეროვნული უშიშროების სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ მათ შეიპყრეს რამდენიმე პირი, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან ქვეყანაში მცხოვრები მოქალაქეების წინააღმდეგ ტერორისტული აქტების მომზადების დაგეგმვაში. სამინისტროს თანახმად, ეჭვმიტანილები აგროვებდნენ საიდუმლო ინფორმაციას, ფლობდნენ იარაღსა და ასაფეთქებელ ნივთიერებებს. აზერბაიჯანის განცხადებას წინ უძღოდა იანვარში აზერბაიჯანში კიდევ ორი პირის დაკავება, რომლებსაც ბრალი ედებათ ებრაული სკოლის ორი მასწავლებლის მკვლელობის მცდელობაში. თავის მხრივ ირანმა აზერბაიჯანი ისრაელის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა.
XS
SM
MD
LG