Accessibility links

ავღანეთში გრძელდება პროტესტი და ძალადობა ყურანის დაწვის გამო


ავღანეთში ნატოს ორი ჯარისკაცი და, სულ ცოტა, სამი ავღანელი დემონსტრანტი დაიღუპნენ ძალადობის შედეგად, რომელიც მესამე დღეა გრძელდება ნატოს სამხედრო ბაზაზე ყურანის დაწვის გამო. ყურანის დაწვასთან დაკავშირებული ინციდენტი ორშაბათს მოხდა ბაგრამის სამხედრო ბაზაზე. ნატოს განცხადებით, მისი ორი ჯარისკაცი ხუთშაბათს მოკლა პირმა, რომელსაც ეცვა ავღანეთის ეროვნული არმიის ფორმა. მანამდე რამდენიმე საათით ადრე, თალიბანმა ავღანელებს მოუწოდა, თავს დაესხან უცხოელთა სამხედრო ბაზებსა და ავტოკოლონებს, ბაგრამის ბაზაზე ყურანის დაწვაზე საპასუხოდ. დღესვე გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ავღანელ კოლეგა ჰამიდ კარზაის გაუგზავნა წერილი, რომელშიც ავღანელ ხალხს ოფიციალურად უხდის ბოდიშს ყურანის დაწვასთან დაკავშირებული ინიცდენტის გამო. კარზაის ადმინისტრაციის განცხადებით, ობამას მიმართვაში აღნიშნულია, რომ ყურანი განზრახ არ დაუწვავთ და რომ ჩატარდება გამოძიება ორშაბათის ინციდენტთან დაკავშირებული გარემოებების დასადგენად.
XS
SM
MD
LG