Accessibility links

logo-print

საქართველოში გაიმართა დაჯავშნულ საბრძოლო მანქანა "ლაზიკის" პრეზენტაცია


ვაზიანის სამხედრო ბაზაზე გაიმართა ქართული წარმოების მუხლუხებიანი ქვეითთა საბრძოლო მანქანის, "ლაზიკის" პრეზენტაცია. ახალი ჯავშანმანქანით საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ რამდენიმე კილომეტრი გაიარეს ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, "ლაზიკა" არის მუხლუხებიანი ქვეითთა საბრძოლო მანქანა, რომლის ჯავშანიც კომბინირებულია და უზრუნველყოფს დაცვას 14,5 მმ კალიბრის ჯავშანგამტანი ტყვიებისგან. "ლაზიკას“ აქვს შიარაღების დისტანციურად მართვის მოდული, აღჭურვილია ცეცხლის მართვის სისტემით, აღჭურვილია სადღეღამისო და თერმული ხედვის კამერებით. ეკიპაჟი სამი კაცისგან შედგება. "ლაზიკა" არის მეორე ქართული ჯავშანმანქანა, რომელიც შეიქმნა თავდაცვის სამინისტროს განკარგულებაში მყოფი სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკური ცენტრის, "დელტის" ბაზაზე,. პირველი ქართული ჯავშანმანქანა, "დიდგორი" შარშან, მაისში წარმოუდგინეს საზოგადოებას.
XS
SM
MD
LG