Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს უშიშროების საბჭო სირიის შესახებ დოკუმენტს განიხილავს


გაეროს უშიშროების საბჭო სამშაბათს, მოგვიანებით, განიხილავს სირის შესახებ განცხადების პროექტს. მასში მოწოდებაა სირიის მიმართ გამოთქმული, ითანამშრომლოს გაეროსა და არაბთა ლიგის წარმოდგენლის, კოფი ანანის წინადადებების ჩარჩოებში, რათა დასრულდეს სისხლისღვრა ქვეყანაში. ჯერ საფრანგეთის მიერ წარდგენილი, იურიდიული ძალის არმქონე განცხადების დეტალები არ გავრცელებულა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა სამშაბათს განაცხადა, რომ მოსკოვი მხარს უჭერს უშიშროების საბჭოს განცხადებას თუ რეზოლუციას, რომელიც ანანის წინადადებებს ეყრდნობა, მაგრამ, ლავროვის თქმით, ასეთი განცხადება არ უნდა შეიცავდეს სირიის მიმართ ულტიმატუმებს.იურიდიული ძალის მქონე ადრინდელ რეზოლუციას, რომელიც სისხლისღვრის და ამბოხის ჩახშობას გმობდა, არ მიემხნენ რუსეთი და ჩინეთი.
XS
SM
MD
LG