Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთში უარყოფენ ცნობას, რომ დააპატიმრეს ტულუზაში თავდასხმის მოწყობაში ეჭვმიტანილი პირი


საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი უარყოფს ცნობას, რომ დაპატიმრებულ იქნა ტულუზაში ებრაულ სკოლასთან თავდასხმაში და მანამდე ფრანგ ჯარისკაცებზე თავდასხმებში ეჭვმიტანილი პირი. ძალადობის ამ აქტების შედეგად დაიღუპა შვიდი ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი. დღეს საფრანგეთის ტელევიზიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეჭვმიტანილი დააპატიმრეს დაახლოებით 12 საათში მას შემდეგ, რაც პოლიციამ ალყა შემოარტყა საცხოვრებელ სახლს, რომელშიც ის იმყოფებოდა. ეჭვმიტანილის ვინაობასთან დაკავშირებით, ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ საქმე ეხება 24 წლის მამაკაცს - საფრანგეთის მოქალაქეს, რომელიც ამბობს, რომ კავშირი აქვს ალ-ყაიდასთან და სურდა შური ეძია პალესტინელი ბავშვების დახოცვის გამო, სურდა ასევე საფრანგეთის არმიის დასჯა უცხოეთში სამხედრო ინტერვენციისათვის.
XS
SM
MD
LG