Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთმა და აშშ-მა ღამის რეიდების შესახებ შეთანხმება გააფორმეს


ავღანეთის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, ავღანეთმა და აშშ-მა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც კამათის საგნად ქცეულ ღამის რეიდებს ამიერიდან ავღანეთის ძალები განახორციელებენ. მემორანდუმს ხელი ქაბულში, ჟურნალისტების თანდასწრებით მოაწერეს ავღანეთის თავდაცვის მინისტრმა, გენერალმა აბდულ რაჰიმ ვარდაკმა და ნატოს ხელმძღვანელობით მოქმედი ძალების ამერიკელმა სარდალმა, გენერალმა ჯონ ალენმა. შეთანხმების თანახმად, რეიდებისას აშშ-ის ძალები მხოლოდ მხარდამჭერი ფუნქციით შემოიფარგლებიან. ვარდაკმა დოკუმენტს უწოდა „ავღანეთის ეროვნული სუვერენიტეტისკენ გადადგმული ფუნდამენტური ნაბიჯი“. ღამის რეიდები აშშ-სა და ავღანეთის ურთიერთობებში დაძაბულობას იწვევდა. ავღანეთის ბევრი მოქალაქე ჩიოდა, რომ უცხოეთის ძალების მიერ განხორციელებული რეიდები არღვევდა პირად სივრცეს და ავლენდა ქალების მიმართ უპატივცემულო დამოკიდებულებას - რაც ხალხში ფართოდ გავრცელებულ უკმაყოფილებას იწვევდა.
XS
SM
MD
LG