Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ალასანია: თუ საჭირო გახდა, აქციები დაიგეგმება


”თუ საჭირო გახდა, აქციები დაიგეგმება”, - განაცხადა ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ 12 აპრილს, აშშ-ს საელჩოში გამართული ვიდეოხიდის დასრულების შემდეგ. თბილისსა და ვაშინგტონს შორის ვიდეოკონფერენციაში, რომელმაც ერთ საათს გასტანა, ქართული მხრიდან ოპოზიციის წარმომადგენლები ირაკლი ალასანია, დავით უსუფაშვილი, დავით გამყრელიძე და გიორგი თარგამაძე მონაწილეობდნენ. შეერთებული შტატებს კი სახელმწიფო დეპარტამენტისა და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ოფიციალური პირები წარმოადგენდნენ. ვიდეოხიდი ძირითადად 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებსა და ამ მიმართულებით საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კონკურენციის პირობებს შეეხებოდა.
XS
SM
MD
LG