Accessibility links

logo-print

სუდანის პრეზიდენტი აღარ აპირებს სამხრეთ სუდანთან მოლაპარაკებას


სუდანის პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი აცხადებს, რომ აღარ აპირებს სამხრეთ სუდანთან მოლაპარაკებას. მანამდე მოლაპარაკებისაკენ მოწოდებით გამოვიდნენ გაერო და შეერთებული შტატები. პრეზიდენტ ომარ ალ-ბაშირის თქმით, ახალ სახელმწიფოსთან ყველა უთანხმოება იარაღით არის მოგვარებული - სუდანის ჯარებმა სამხრეთსუდანელი სამხედროები განდევნეს ტერიტორიული უთანხმოების გამომწვევი, ნავთობით მდიდარი რეგიონიდან ქალაქ ჰეგლინგთან. დღეს უფრო ადრე გავრცელებული ცნობებით, სუდანის სამხედრო ავიაცია ბომბავდა სამხრეთ სუდანის შტატ ელ-ვაჰდის ადმინისტრაციულ ცენტრს, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა. თავის მხრივ, სამხრეთი სუდანი აცხადებს, რომ კვირას დაასრულა ჰეგლიგიდან ჯარების დაგეგმილი გაყვანა. სასაზღვრო რეგიონში შეტაკებები აპრილის დასაწყისიდან გრძელდებოდა. 10 აპრილს სამხრეთმა სუდანმა დაიპყრო ჰეგლიგი, რის გამოც გაჩნდა ფართომასშტაბიანი სამხედრო დაპირისპირების საფრთხე. სამხრეთი სუდანი შარშან, ივლისში გამოეყო სუდანს.
XS
SM
MD
LG