Accessibility links

ტიმოშენკომ შიმშილობა გამოაცხადა


უკრაინის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, რომელიც პატიმრობის შვიდწლიან ვადას იხდის, შიმშილობა გამოაცხადა. ამის თაობაზე ცნობა მისმა ადვოკატმა, სერგეი ვლასეკნომ გაავრცელა. მისი თქმით, ტიმოშენკო შიმშილობს უკვე 20 აპრილიდან. მანვე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 20 აპრილს ხარკოვის საავადმყოფოში ძალით გადაყვანის შემდეგ, ტიმოშენკოს ხელსა და ფეხზე აქვს დაზიანებებები. ადვოკატის თანახმად, ტიმონშენკო სერიოზულად ავად არის და ფეხზე ვერ დგება. მან შიმშილობა გამოაცხადა საპატიმროში უსამართლობის და უკრაინაში ვითარების გამო პროტესტის ნიშნად. იულია ტიმოშენკო გაასამართლეს თანმდებობრივი უფლებამოვალეობების გადაჭარბების გამო. თვითონ ყოფილი პრემიერი თვლის, რომ ახლანდელი ხელისუფლება პოლიტიკურ ანგარიშსწორებას მიმართავს მის მიმართ.
XS
SM
MD
LG