Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოლორადოში რუსეთ-აშშ-ის ერთობლივი სამხედრო წვრთნა მიმდინარეობს


ამერიკის ტერიტორიაზე - კოლორადოს შტატში - პირველად გაიხსნა რუსეთისა და აშშ-ის ერთობლივი სამხედრო წვრთნა, რომელიც საგანგებო ანტი-ტერორისტული დანაყოფების მომზადებას ისახავს მიზნად. რუსეთის საჰაერო ძალების წარმომადგენლის, პოლკოვნიკ ალექსანდრ კუჩერენკოს თქმით, წვრთნა სამშაბათს დაიწყო, ფორტ კარსონის ამერიკულ ბაზაზე. სამხედრო ძალების წინაშე მისალმებისას, რუსეთისა და აშშ-ის სამხედრო ხელმძღვანელებმა იმედი გამოთქვეს, რომ ორი ქვეყნის საგანგებო ძალებს შორის თანამშრობლობა გაგრძელდება და ერთობლივი წვრთნა მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთნდობის გაღრმავებს შეუწყობს ხელს.
XS
SM
MD
LG