Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერომ სირიის ხელისუფლების ქმედებები დაგმო


გაეროს უშიშროების საბჭომ მკაცრად დაგმო სირიის ხელისუფლება და მას პასუხისმგებლობა დააკისრა ქალაქ ჰოულის დაბომბვისას სულ ცოტა 108 ადამიანის სიკვდილზე. დაღუპულთა შორის არიან ათობით ბავშვი და მოხუცებულია. სამასამდე ადამიანი დაშავდა. უშიშროების საბჭოს განცხადებას მხარი დაუჭირა რუსეთმაც, რომელიც აქამდე თავს იკავებდა ბაშარ ასადის რეჟიმის მკვეთრი შეფასებებისგან.
XS
SM
MD
LG