Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში აშშ-ის უპილოტო თვითმფრინავმა რვა პირი დახოცა


პაკისტანის ოფიციალურ წარმომადგენლების თანახმად, სულ მცირე რვა ადამიანი დაიხოცა კვირას, სავარაუდოდ, აშშ-ის უპილოტო ვითმფრინავის თავდასხმის შედეგად. ინციდენტი მოხდა პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთში, ავღანეთის საზღვართან. ეს არეალი, სამხრეთ ვაზირისტანი, ერთი-ერთია იმ შვიდი რეგიონიდან, სადაც პაკისტანის უშიშიროების ძალები თალიბანის და ალ ყაიდის მეამბოხეებს ებრძვიან. სულ მცირე ორი პირი დაიხოცა შაბათს ანალოგიური თავდასხმისას. ვარაუდობენ, რომ აშშ-ი აწყობს უპილოტო თვითმფრინავებით თავდასხმებს პაკისტანში. პაკისტანის მთავრობამ, ავღანეთის საზღვართან ნატოს ინციდენტის შემდეგ, როცა 24 პაკისტანელი სამხედრო იქნა მოკლული, მოითხოვა, შეწყდეს ასეთი თავდასხმები. აშშ უარს ამბობს შეწყვეტაზე, მაგრამ მას მერე შეამცირა ასეთი თავდასხმების რიცხვი.
XS
SM
MD
LG