Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში სასამართლომ ჯარიმა გაუნახევრა კომპანია „მენეჯმენტ სერვისს“


თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, კომპანია "მენეჯმენტ სერვისს" გაუნახევრდა კონტროლის პალატის მიერ დაკისრებული ჯარიმა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, "მენეჯმენტ სერვისს" მოუწევს 2,3 მლნ ლარის გადახდა 4,6 მლნ ლარის ნაცვლად. კონტროლის პალატამ "მენეჯმენტ სერვისი" დაადანაშულა კოალიცია "ქართული ოცნებისთვის" მომსახურების შეღავათიან ფასებში გაწევასა და უკანონო შემოწირულობაში, რის გამოც კომპანიას ჯარიმის სახით დააკისრა 460 000 ლარის ათმაგი ოდენობის გადახდა. მაგრამ ამ სანქციის გაცემიდან რამდენიმე დღეში კანონში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, მსგავსი ტიპის დარღვევებზე ჯარიმა განისაზღვრა შესაბამისი თანხის არა ათმაგი, არამედ ხუთმაგი ოდენობით. სააპელაციო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება სწორედ ამ კანონზე დაყრდნობით იქნა მიღებული. მაგრამ ჯარიმის განახევრებაც მიუღებელია შპს "მენეჯმენტ სერვისის" ხელმძღვანელობისა და მისი ადვოკატებისთვის, რომლებიც საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ. ადვოკატ ეკა ბესელიას განცხადებით, უახლოეს დღეეებში ამ საქმესთან დაკავშირებით მომზადდება ახალი სარჩელი, რომელიც განსახილველად სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნება.
XS
SM
MD
LG