Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ ავღანეთში ძალადობამ 20-მდე ადამიანი შეიწირა


ავღანეთში, სულ ცოტა, 11 ავღანელი, შვიდი ექსტრემისტი და ერთი უცხოელი ჯარისკაცი დაიღუპნენ თავდასხმებისა და შეტაკებების შედეგად. ნატოს ინფორმაციით, პოლიციელის ფორმიანმა სამმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გაუხსნა ნატოს ჯარისკაცებს სამხრეთში მდებარე ყანდაარის პროვინციაში. დაიღუპა ერთი ჯარისკაცი. ყანდაარში კიდევ ორი ინციდენტის შედეგად დაიღუპნენ სამი ავღანელი პოლიციელი და შვიდი ექსტრემისტი. ხოლო მეზობელ ჰელმანდის პროვინციაში, სულ ცოტა, რვა ავღანელი სამოქალაქო პირი დაიღუპა და ხუთი დაიჭრა ორშაბათს გზის პირას ჩადებული ბომბის აფეთქების შედეგად.
XS
SM
MD
LG