Accessibility links

logo-print

ძლიერმა წვიმამ თბილისში პრობლემები შექმნა


თბილისში მოსული ძლიერი წვიმის შედეგად დატბორვის 13 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ სააგენტო "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციათა სააგენტოში აცნობეს. წვიმამ გმირთა მოედნის სამანქანო გვირაბიც დატბორა. იქ რამდენიმე მანქანა გაიჭედა და საჭირო გახდა სამაშველო სამსახურის გამოძახება. ადგილზე მისულმა მაშველებმა გვირაბიდან წყალი ამოტუმბეს. მოძრაობა აღდგენილია.
XS
SM
MD
LG