Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდონეზიის სანაპიროსთან ჩაძირული გემის დაკარგულ მგზავრებს ეძებენ


ინდონეზიის სანაპიროსთან დღეს დილიდან განახლდა სამძებრო-სამაშველო სამუშაოები, სადაც ხუთშაბათს ავსტრალიიდან ინდონეზიისკენ მიმავალი გემი ძლიერი შტორმის შედეგად ჩაიძირა. ბორტზე დაახლოებით 200 ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც ავსტრალიაში თავშესაფრის საძიებლად მიდიოდნენ. სამაშველო სამუშაოები 90 დაკარგული მგზავრის მოსაძებნად მიმდინარეობს. ამ დროისათვის მოხერხდა 110 ადამიანის გადარჩენა. მათ შორის არის 13 წლის ბიჭიც. გემზე მყოფი ყველა მგზავრი მამაკაცია.
XS
SM
MD
LG