Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის სამიტის შედეგად საფონდო ბირჟებზე ოპტიმისტურ განწყობილებაა


ევროპის საფონდო ბირჟებზე დღევანდელი დილა მოგებებით დაიწყო, რასაც ევროკავშირის სამიტზე მიღწეულ შეთანხმებას უკავშირებენ. სამიტის მონაწილეები შეთანხმდნენ ვალებით გამოწვეული კრიზისის დაძლევის გზებზე, რომ ფინანსური სტაბილურობის ევროპის ფონდის სახსრები შეიძლება მოხმარდეს იმ ბანკების კატაპილაზაციის ზრდას, რომლებიც კრიზისს განიცდიან. ამას მოითხოვდა ესპანეთი, რომლის საბანკო სისტემას საფრთხე შეექმნა. დახმარებას მიიღებს იტალიაც, მისი ობლიგაცების საპროცენტო განაკვეთის შემცირების სახით. სანაცვლოდ, მადრიდი და რომი დათანხმდნენ ევროკავშირის სხვა წევრების მიერ მიღებული ზომების პაკეტს, რომელმაც ეკონომიკური ზრდა უნდა უზრუნველყოს. ევროზონის ქვეყნები შეთანხმდნენ, დაიწყონ მუშაობა სრულფასოვანი სავალუტო კავშირის შექმნაზე და ევროკავშირის პოლიტიკური ერთიანობის გაძლიერებაზე. დღეს სამიტი გრძელდებოდა, კრიზისთან ბრძოლის გზებს უკვე განხილავენ ევროკავშირის ყველა, 27 წევრი სახელმწიფოს ლიდერები.
XS
SM
MD
LG