Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანდრეს ინიესტა ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს


ევროპის საფეხბურთო ფედერაციამ (უეფამ) ევროპის წლევანდელი ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა ანდრეს ინიესტა. ჩემპიონატი ესპანეთის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. 1 ივლისს კიევში გამართულ ფინალურ მატჩში ესპანელებმა დიდი ანგარიშით (4:0) დაამარცხეს იტალიის ეროვნული გუნდი და ზედიზედ მეორედ მოიპოვეს ევროპის ჩემპიონის ტიტული. ფეხბურთში ევროპის წლევანდელ ჩემპიონატს ერთად მასპინძლობდნენ უკრაინა და პოლონეთი.
XS
SM
MD
LG