Accessibility links

logo-print

საქართველოში დააკავეს ხუთი ადამიანი კარალეთის ინციდენტთან დაკავშირებით


საქართველოში დააკავეს ხუთი ადამიანი გორის რაიონის სოფელ კარალეთში 11 ივლისს მომხდარ ინიცდენტთან დაკავშირებით. ინციდენტი - კეროდ, ფიზიკური დაპირისპირება - მოჰყვა მოსახლეობასთან კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების შეხვედრის მცდელობას. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რომელიც დღეს გავრცელდა, პოლიციამ შეისწავლა ფაქტის ამსახველი ვიდეოჩანაწერი, რის საფუძველზეც დააკავა ოთხი ადამიანი: ცოტნე შენგელია, კახა გოგიაშვილი, ვლადიმერ ჯანეზაშვილი, გიორგი გოჩაშვილი. ასევე დაკავებულია ლევან მაისურაძე, რომელმაც, პოლიციის განცხადებით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სააგენტო „ინფო 9“-ის ჟურნალისტს. ხუთივე დაკავებულს მიუსაჯეს 15-15 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა. ცნობების თანახმად, პოლიციის მიერ დაკავებულ პირებს შორის სამი - ცოტნე შენგელია, კახაბერ გოგიაშვილი და ვლადიმირ ჯანეზაშვილი - კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა ჯგუფში იყო. ხოლო ორი დაკავებული - გიორგი გოჩაშვილი და ლევან მაისურაძე - კარალეთის დევნილთა დასახლების მკვიდრია.
XS
SM
MD
LG