Accessibility links

logo-print

სირიის არმიამ ქალაქი ალეპო დაბომბა


სირიის მთავრობის ჯარებმა დღეს საბრძოლო ვერტმფრენები და არტილერია გამოიყენეს ქალაქ ალეპოში მყოფი მეამბოხეების წინააღმდეგ. შეტაკებების გამო, სულ უფრო მძიმე ხდება სამოქალაქო მოსახლეობის მდგომარეობა. მეამბოხეები აცხადებენ, რომ ალეპოს რამდენიმე რაიონიდან განდევნეს პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ერთგული ჯარსიკაცები და ახლა მეამბოხეები აკონტროლებენ აღმოსავლეთში და სამხრეთ-დასავლეთში მდებარე რაიონებს. მაგრამ ამ ცნობას დამოუკიდებელი წყაროები ვერ ამოწმებენ. ალეპოსთვის - სირიის სიდიდით მეორე ქალაქისთვის - ბრძოლა მიჩნეულია საკვანძო მნიშვნელობის ეტაპად სირიაში 16 თვის წინ დაწყებულ დაპირისპირებაში. გაეროს მონაცემებით, ალეპოდან ათასობით ადამიანია გაქცეული.
XS
SM
MD
LG