Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა რუსული ენის შესახებ კანონს


უკრაინის პრეზიდენტმა, ვიქტორ იანუკოვიჩმა, ხელი მოაწერა კანონს უკრაინაში რუსული ენის სტატუსის ამაღლების შესახებ. კანონის „ენის სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლების შესახებ“, თანახმად, რეგიონებში, სადაც მოსახლეობის ათ პროცენტზე მეტს ეროვნული უმცირესობის წარმოადგენლები შეადგენენ, მათ ენას განსაკუთრებული სტატუსი ენიჭება. ახალი კანონის მიხედვით, უკრაინის 27-დან 13 რეგიონში, რუსული რეგიონული ენა იქნება. ამავე დროს, უკრაინული ერთადერთ სახელმწიფო ენად რჩება. კანონი 3 ივლისს დაამტკიცა პარლამენტმა. ოპოზიცია თვლის, რომ კანონი დარღვევებით მიიღეს. მის მიღებას ქვეყანაში საპროტესტო ტალღა მოჰყვა.
XS
SM
MD
LG