Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლახდარ ბრაჰიმი სიტყვას წარმოთქვამს გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე


სირიის საკითხებში გაეროს ახალი შუამავალი ლახდარ ბრაჰიმი დღეს, ნიუ-იორკში, სიტყვით წარდგება ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის სხდომაზე. ბრაჰიმი ასამბლეას გააცნობს საკუთარ მოსაზრებებს იმაზე, თუ როგორ უნდა იქნეს დაძლეული კონფლიქტი სირიაში. ერთი დღით ადრე, ბრიტანეთის ტელეკომპანია ბი-ბი-სი-სთან ინტერვიუში, ბრაჰიმიმ თქვა, რომ კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარება პრაქტიკულად შეუძლებელია. თუმცა, მისივე განცხადებით, ის მაინც შეეცდება, მოლაპარაკებები აწარმოოს კონფლიქტის მონაწილე მხარეებთან.
XS
SM
MD
LG