Accessibility links

logo-print

მიხეილ სააკაშვილმა გაეროში „სერიოზულ გამოწვევებზე“ ისაუბრა


„პირადი გამოცდილებით ვამბობ, რომ ჩემი ქვეყანა დემოკრატიის გამოცდის წინაშე აღმოჩნდა, როდესაც ციხეში სასტიკი მოპყრობის კადრები გავრცელდა“, - განაცხადა გაეროს გენერალური ასამბლეის ყოველწლიურ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილმა. საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის პარალალურად ნიუ-იორკში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა, გაეროს შტაბ-ბინის წინ მცირე საპროტესტო აქცია გამართეს. დემონსტრანტებს ხელთ ეპყრათ ცოცხი და დიდი ბანერი წარწერით - „სააკაშვილი - მწამებელი“. საქართველოს პრეზიდენტმა გაეროს ტრიბუნაზე გაიმეორა, რომ ციხის კადრების გავრცელების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ იმოქმედა, როგორც ნამდვილმა დემოკრატიულმა ქვეყანამ. „დავადგინეთ პასუხისმგებელი პირები და დავაპატიმრეთ ისინი. ორი მინისტრი გადადგა და ხელმძღვანელის თანამდებობაზე დავნიშნეთ საპატიმროებისა და პენიტენციური სისტემის ერთ-ერთი ყველაზე გამოკვეთილი კრიტიკოსი“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. მისი მიმართვა გენერალურ ასამბლეაზე 25 წუთს გაგრძელდა.
XS
SM
MD
LG