Accessibility links

logo-print

თურქეთმა სირიას ცეცხლის გახსნით უპასუხა


თურქეთი აცხადებს, რომ მისმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს მეზობელი სირიის ტერიტორიაზე არსებულ სამიზნეებს, რაც იყო საპასუხო მოქმედება სირიის ტერიტორიიდან ნაღმმტყორცნით განხორციელებულ თავდასხმაზე, რასაც თურქეთის 5 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა. სირიის ხელისუფლება აცხადებს, რომ იძიებს მომხდარს და თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს. გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა სირიის მთავრობას მოუწოდა პატივი სცეს მეზობელი ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას და განაცხადა, რომ სირიაში 19 თვის განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტი სულ უფრო მეტ ზიანს აყენებს რეგიონის ქვეყნებს. თურქეთი მოუწოდებს გაეროს ”შესაბამისად იმოქმედოს” სირიის აგრესიის შესაჩერებლად. ბრიუსელში გვიან ღამით გამართულ შეხვედრაზე ნატოს ელჩებმა მოუწოდეს სირიას დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ნატოს წევრ თურქეთის მიმართ ”აგრესიული მოქმედება” და სრული მხარდაჭერა აღუთქვეს თურქეთს. ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო მდივნამა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ ”აღშფოთებულია” სირიის მიერ თურქეთის ტერიტორიის დაბომბვით.
XS
SM
MD
LG