Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთში ექს-მინისტრს, ამჟამად ოპოზიციონერს ხუთ წლამდე ციხე ემუქრება


სომხეთის ხელისუფლებამ ოფიციალურად წაუყენა ბრალი სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაში ვართან ოსკანიანს - პარლამენტის ოპოზიციონერ წევრს, საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს.ოსკანიანს ბრალად ედება ფონდ Civilitas-ისგან და ამერიკული საქველმოქმედო ორგანიზაციებისგან მიღებული მილიონნახევარი დოლარის არამიზნობრივი გამოყენება. გასულ კვირას სომხეთის პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით ოსკანიანს დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა. დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში პარლამენტარს ხუთ წლამდე პატიმრობა ელის.
XS
SM
MD
LG