Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხაშურში ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა კანდიდატურა მოხსნა


ხაშურში ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარმა კანდიდატმა, სერგო ქიტიაშვილმა განმეორებით კენჭისყრამდე ერთი დღით ადრე თავისი კანდიდატურა მოხსნა, რაც მისი მთავარი კონკურენტის, „ქართული ოცნების“ კანდიდატის, ვალერი გელაშვილის გამარჯვებას განაპირობებს. 14 ოქტომბერს გორის, ხაშურისა და სიღნაღის ოლქებში მაჟორიტარული სისტემით განმეორებითი კენჭისყრაა დანიშნული. ქიტიაშვილი პრობლემებით გამორჩეულ ხაშურის ერთმანდატიან ოლქში უპირისპირდებოდა გელაშვილს. ქიტიაშვილმა, რომელიც 2008 წლის მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარია ხაშურის ოლქიდან, გადაწყვეტილების მიზეზად მისი შტაბის წევრების მიმართ „დაუფარავი აგრესია“ დაასახელა. „ამ პირობებში ხაშურში ჩემი მონაწილეობა საარჩევნო პროცესში შეუძლებლად მიმაჩნია და სწორედ ამიტომ.. მე გადავწყვიტე უარი ვთქვა მონაწილეობა მივიღო განმეორებით დანიშნულ არჩევნებში“, – განაცხადა მან. ვალერი გელაშვილის შტაბმა ეს ბრალდებები უარყო.
XS
SM
MD
LG