Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის მმართველ ძალას პარლამენტში არ ეყოლება აბსოლუტური უმრავლესობა


უკრაინაში გრძელდება ამომრჩეველთა ხმების დათვლა. კვირას ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით ამ დროისთვის ოდნავ შემცირდა სხვაობა მმართველი ”რეგიონების პარტიისა” და ბლოკ ”ბატკივშჩინის” შედეგებს შორის. დათვლილია ბიულეტინების 82%-ზე მეტი. ”რეგიონების პარტიას” დაახლოებით 32% აქვს, მეორე ადგილზეა ”ბატკივშჩინა”, დაახლოებით 24%-ით. მესამე ადგილზე არიან კომუნისტები - ხმების 14%-ით. ისინი ცოტათი უსწრებენ ვიტალი კლიჩკოს პარტია ”უდარს”. უკრაინის პარლამენტში შევა მემარჯვენე-რადიკალური პარტია ”სვობოდას”, რომელმაც უკრაინის დასავლეთში მიიღო მხარდაჭერა. ”სვობოდას” ამ დროისთვის ხმების 9% აქვს მიღებული. უკრაინის პარლამენტში მანდატების საბოლოოდ განაწილებაზე ზეგავლენას იქონიებს აგრეთვე ერთმანდატიანი ოლქების შედეგებიც. წინასწარი მონაცემებით, ერთმანდატიანი ოლქებიდან დეპუტატებს ”რეგიონების პარტია” გაიყვანს. უკვე შესაძლებელია იმის თქმა, რომ პრეზიდენტ იანუკოვიჩის პარტიას პარლამენტში არ ეყოლება აბსოლუტური უმრავლესობა.
XS
SM
MD
LG