Accessibility links

logo-print

პროკურატურამ ახალი ბრალდება წარუდგინა გიორგი კალანდაძეს


პროკურატურამ ახალი ბრალდება წარუდგინა გაერთიანებული შტაბის ყოფილ უფროსს გიორგი კალანდაძეს. მისმა ადვოკატმა გოგიტა გაბაიძემ ჟურნალისტებს აცნობა, რომ ბრალი წარდგენილია სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მეორე ნაწილით, რომელიც თავისუფლების უკანონო აღკვეთას შეეხება და უკავშირდება ზვიად აბესაძის ეპიზოდს. ”მე ვფიქრობ, რომ საქმე გვაქვს არა სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობასთან, არამედ პირად ინტერესსა და გიორგი კალანდაძის პოლიტიკურ დევნასთან”, - განაცხადა ადვოკატმა გაბაიძემ. მისივე ცნობით, პროკურატურა კალანდაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს სავარაუდოდ, ხვალ მიმართავს. დღემდე პროკურატურამ გაერთიანებული შტაბის ყოფილ უფროსს ორჯერ წარუდგინა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდება და ორივე შემთხვევაში კალანდაძეს აღკვეთის ღონისძიებად სასამართლომ გირაო შეუფარდა
XS
SM
MD
LG