Accessibility links

ეგვიპტის პრეზიდენტი სასახლეში დაბრუნდა, პროტესტი გრძლდება


ეგვიპტის პრეზიდენტი, მუჰამედ მურსი სამუშაოდ კაიროს საპრეზიდენტო სასახლეს დაუბრუნდა, თუმცა ქუჩებში კვლავ გრძელდება საპროტესტო გამოსვლები. მურსიმ სასახლე სამშაბათს, საღამოს დატოვა, ათი ათასობით ადამიანის საპროტესტო აქციასთან შეერთების ფონზე. დემონსტრანტები მურსის გადადგომას ითხოვენ იმ თითქმის შეუზღუდავი უფლებამოსილების გამო, რომელიც მან ორი კვირის წინ საკუთარ თავს მიანიჭა, ისევე როგორც მისი ისლამისტი მოკავშირეების მიერ დაწერილი კონსტიტუციისთვის. პოლიციამ დემონსტრანტების დაშლა ცრემლმდენი გაზის გაშვებით სცადა, თუმცა აქციის მონაწილეები ცოტა ხანში უკან დაბრუნდნენ. სამშაბათს ეგვიპტის სხვა ქალაქებშიც გაიმართა აქციები. მურსი აცხადებს, რომ უარს იტყვის ახლახან გაფართოებულ უფლებამოსილებაზე, როგორც კი ახალი კონსტიტუცია შევა ძალაში. ამასთან, მან 15 დეკემბერი განსაზღვრა რეფერენდუმის თარიღად. მურსის ოპონენტების თქმით, კონსტიტუციის პროექტით არ არის გათვალისწინებული უმთავრესი უფლებების დაცვა. ისინი პრეზიდენტს დიქტატორულ ქცევაში სდებენ ბრალს.
XS
SM
MD
LG