Accessibility links

logo-print

ზურაბ აბაშიძე პირველ შეხვედრას, სავარაუდოდ, შვეიცარიაში გამართავს გრიგორი კარასინთან


საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთნ ურთიერთობის მოგვარების საკითხებში ზურაბ აბაშიძე პირველ შეხვედრას სავარაუდოდ, შვეიცარიაში გამართავს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან. ამის შესახებ თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე თავად აბაშიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ტექნიკური ხასიათის პირველი შეხვედრის ზუსტი დრო და ადგილი უახლოეს ხანში გაირკვევა. "ჩვენ არ გვაქვს რაიმე წინაპირობა და მას არც რუსეთისგან ველით”, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ. მისი განმარტებით, პირველი შეხვედრისას შეთანხმდება ტექნიკური საკითხები, მათ შორის ის, უნდა გაგრძელდეს, თუ არა მსგავსი კონტაქტები. საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება რთული და ხანგრძლივი პროცესია, თუმცა პირდაპირი დიალოგის ფორმატის ჩამოყალიბება წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. ზურაბ აბაშიძე მიესალმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის 9 დეკემბრის განცხადებას იმის შესახებ, რომ აბაშიძესთან კონტაქტი უახლოეს ხანში შედგება.
XS
SM
MD
LG